პირველად საქართველოში WWW.FLOWERS.GE გთავაზობთ ყვავილების ონლაინ მაღაზიას, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა დიზაინის თაიგულები ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევისათვის. აქ თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ყველაზე ლამაზი და ახალი ყვავილები ადგილზე მიტანით დღე-ღამის ნებისმიერ დროს. ჩვენ არ გთავაზობთ მხოლოდ ინტერნეტ მომსახურებას, მაღაზია FLOWERS.GE მდებარეობს თბილისში, ირ. აბაშიძის 46-ში. 2006 წლიდან მაღაზია FLOWERS.GE ერთ-ერთი საუკეთესოა მომსახურების დონით, რადგან ჩვენ მივსდევთ ყვავილების მოდის საერთაშორისო ტენდენციებს და ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ თანამედროვე, საინტერესო (ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალური) დიზაინი. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: კორპორატიული მომსახურება; საქორწილო ფლორისტიკა; დღესასწაულების გაფორმება; ინტერიერის გაფორმება (ოფისები, რესტორნები, სასტუმროები); სამგლოვიარო ფლორისტიკა. ასიამოვნეთ და გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები ჩვენთან ერთად. მოხარული ვიქნებით გიხილოთ ჩვენს მომხმარებელთა სიაში.
კონფიდენციალურობა !
ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ შეკვეთის მიღებისა და მიწოდების მიზნით.
დამკვეთის მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს და ინახება უსაფრთხოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თანხის დაბრუნების წესები და პირობები:
შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა ბრუნდება სამი (3) სამუშაო დღის განმავლობაში, გადახდის განხორციელების იგივე მეთოდით.
თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთა გაუქმებულია მის შესრულებამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.


